რევიშვილმა 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

6-02-2019, 00:09

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, ნუკრი რევიშვილმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა.

31 წლის მეკარემ კარიერა ქუთაისის "ტორპედოში" დაიწყო. 14 წლის განმავლობაში მან ასევე "რუბინში", "ანჟიში", "კრასნოდარში", "დილაში", მალტის "ვალეტაში", "მორდოვიაში", თბილისის "დინამოში", "დაჩიაში" და "რუსთავში" ითამაშა.

კარიერის მანძილზე რევიშვილმა ეროვნული გუნდის მაისური 29-ჯერ მოირგო. მან "რუბინის" რიგებში ორჯერ რუსეთის ჩემპიონატი, თითო-თითოჯერ კი თასი და სუპერთასი მოიგო. მალტაში კი ჩემპიონატისა და თასის ტიტულების მოპოვება მოახერხა.

გასულ წელს ნუკრის მცირეწლოვანი ქალიშვილი გარდაიცვალა. კარიერის დასრულებაც მეტწილად ტრაგიკულმა შემთხვევამ განაპირობა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით