ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთ ცვლილებას გეგმავენ

6-02-2019, 00:38

ევროტურნირების ახალი სეზონიდან შესაძლოა დიდი ცვლილება მოხდეს. ამის შესახებ ევროპული გამოცემები იუწყებიან.

გერმანული Kicker-ის ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო განიხილავს სტუმრად გატანილი გოლის წესის შეცვლას.

მოგეხსენებათ, 1965 წლიდან მოყოლებული ევროტურნირების მატჩებში სტუმრად გატანილ გოლს უპირატესობა ენიჭება. თუმცა, შესაძლოა ეს წესი მალე შეიცვალოს.

ცვლილების მიზეზად სახელდება დღევანდელ ფეხბურთში დაცვითი სტილის გუნდების მომრავლება. ბევრი გუნდი სწორედ ამ წესის ხარჯზე ახერხებდა გარკვეული ეტაპების დაძლევას. Uefa-ში კი ფიქრობენ, რომ მისი გაუქმებით ფეხბურთი კიდევ უფრო დინამიური გახდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით