ერთი ხმა ვაისისგან:"- მისი პროექტი ჩვენთვის დიდი შანსი აღმოჩნდა"

8-02-2019, 12:12

როგორც უკვე მოგეხსენებათ, რომში გამართულ უეფას  43-ე საარჩევნო კონგრესზე ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ალექსანდრ ჩეფერინი იყო, რომელიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობას, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კვლავ დაიკავებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 51 წლის ჩეფერინმა, წინა არჩევნების მსგავსად, მხარდაჭერა ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგანაც მიიღო.

მოგვიანებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა, ვალდიმირ ვაისმა  ალექსანდრ ჩეფერინის პროექტი-ერთა ლიგა, კიდევ ერთხელ შეაფასა დადებითად და საქართველოსთვის წარმატებული ტურნირი უწოდა.

"ერთა ლიგა კარგი სანაკრებო ტურნირია,  რომელიც   2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დამატებით შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენ უკვე გადავდგით პირველი ნაბიჯი და ჯგუფური ეტაპი წარმატებით დავძლიეთ",-აღნიშნა საქართველოს ეროვნული ნაკლების მწრთვნელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით