ანანიძე: "არსენალმა" ჩემი შეძენა გადაწყვიტა, მაგრამ მოსკოველებმა არ გამაგებინეს"

8-02-2019, 13:21

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "კრილია სოვეტოვის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი გადაბირებით ლონდონის "არსენალი" ინტერესდებოდა.

"მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩემ მიმართ ინტერესი ხშირი იყო და ამის შესახებ ჭორიც ბევრი გავრცელდა. მაგრამ სულ ახლახანს გავიგე, რომ "სპარტაკს" წინადადებით ლონდონის "არსენალმაც" მიმართა, თუმცა მათ ამის შესახებ ჩემთვის არც კი უთქვამთ".

"იმ შემოთავაზებებიდან, რომლებიც ცნობილია, "ვალენსიას" გამოვარჩევდი. ესპანელებს მაშინ ტოპ-დონის გუნდი ჰყავდათ, სადაც დავიდ სილვა თამაშობდა. მაგრამ "სპარტაკში" გადაწყვიტეს, რომ მე არ უნდა წავსულიყავი".

"საქმე ფულში არ არის. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მე "სპარტაკში" კონტრაქტის გამო ვარ, ცდება. მთავარი თამაშია. მზად ვიყავი, უარი მეთქვა დიდ თანხაზე, რათა "ვიტესში" გადავსულიყავი, თუმცა ეს არ გამოვიდა",  -  ციტირებს  ანანიძინს სიტყვებს რუსული Чемпионат.

შეგახსენებთ, მოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო "კრილია სოვეტოვში"  მიმდინარე სეზონის დასრულებამდე გაანათხოვრა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით