გუნდოგანი შესაძლოა დორტმუნდში დაბრუნდეს

8-02-2019, 13:57

მანჩესტერ "სიტის" გერმანელი ნახევარმცველი, ილკაი გუნდოგანი შესაძლოა თავის ყოფილ კლუბს დაუბრუნდეს.

ბრიტანული გამოცემა The SUN-ის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი ფიქრობს, რომ მას არასაკმარისი დრო ეძლევა და ამის გამო სამშობლოში სურს კარიერის გაგრძელება.

გუნდოგანს "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება. შესაბამისად, "დორტმუნდს" მისი დამატება მომავალ ზაფხულს საკმაოდ დაბალ ფასად შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ "სიტიმ" გუნდოგანი 2016 წელს დაიმატა 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით