ჩემპიონთა ლიგა შაბათ-კვირას ?!

8-02-2019, 18:42

სულ ცოტა ხნის წინ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "UEFA", ჩემპიონთა ლიგის მატჩების განრიგის შეცვლას განიხილავს.

როგორც იცით, ახლანდელი ფორმატით, დაპირისპირებები, სამშაბათსა და ოთხშაბათს, ღამის საათებში იმართება, რადგანაც შეხვედრები კვირის სამუშაო დღეებზეა განაწილებული, ზოგიერთი გულშემატკივარი, დროის სიმცირის გამო, საყვარელი გუნდის თამაშის პირდაპირ ეთერში ხილვას, ვერ ახერხებს.

სწორედ ამ მიზნით, ევროპული ფეხბურთის ასოციაციათა კავშირში დაიწყებს ფიქრი ჩემპიონთა ლიგის მატჩების შაბათ-კვირას გადატანის შესახებ. ამჟამად გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებები (2021 წლამდე) "UEFA-ს" აიძულებს აქამდე არსებულ წესებს დაექვემდებაროს, თუმცა კონტრაქტების ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა ტურნირმა სრულიად ახალი სახე მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გეგმის მიხედვით, შიდა ჩემპიონატების მატჩების დროც შეიცვლება და ისინი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარეობისას, კვირის დასაწყისში გადაიწევენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით