ბერნარდო სილვა: "გვეგონა, რომ პრემიერ ლიგის ტიტული დაკარგული იყო"

8-02-2019, 22:14

"მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი ნახევარმცველი, ბერნარდო სილვა, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში არსებულ კონკურენციაზე საუბრობს:

"რამდენიმე დღის წინ გვეგონა, რომ პრემიერ ლიგის ტიტული დაკარგული იყო, თუმცა ახლა ცხრილის სათავეში ვიმყოფებით, ("ლივერპულს" 26-ე ტურის შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია), სეზონის დარჩენილ დაპირისპირებებში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და თითოეულ მათგანში 3 ქულისთვის ვიბრძოლოთ, ასეთ მდგომარეობაში მენტალურ წნეხს ვინც უკეთესად გაუმკლავდება, ჩემპიონიც ის გახდება."

"4 ტურნირზე ასპარეზობა ჩვენზე უარყოფით გავლენას არ ახდენს, "სიტის" მთავარი მიზანი ყველა ტიტულის მოგებაა, რაც ამ შემადგენლობით შეუძლებელი არაა, თუმცა ჯერ-ჯერობით წინასწარი პროგნოზებისგან თავს შევიკავებ, ვნახოთ მომავალში რა მოხდება."

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტი", 10 თებერვალს, პრემიერ ლიგის 27-ე ტურში, ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით