ჯანოს ემოციური განცხადება გარდაცვლილ მამაზე: "მისი ეს სიტყვები დღემდე მახსოვს"

8-02-2019, 23:02

"კრილია სოვეტოვის" ქართველი ლეგიონერი, 26 წლის ჯანო ანანიძე, რუსულ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში, თავის მამაზე, ამირან ანანიძეზე საუბრობს:

"მან ყველაზე ღირებული რჩევა მომცა და მითხრა, რომ თუ ფეხბურთს ავირჩევდი, მაშინ ამ საქმეს ბოლომდე უნდა გავყოლოდი. მის სიტყვებს ვერ ვუღალატებ, მნიშვნელობა არ აქვს რასთან მომიწევს ბრძოლა, ვერ გავჩერდები."

"მამამ მომცა ყველაფერი, რაზეც თავად ოცნებობდა, პირველივე შესაძლებლობაზე თბილისში გამომიშვა, მაშინ როდესაც მას მშობლებმა თავის დროზე, ამის ნება არ დართეს."

"ხშირად და ინტენსიურად მავარჯიშებდა, ვსწავლობდი გადაცემების გაკეთებას, ტექნიკურ თამაშს. ერთხელაც მოიმიზეზა, რომ დრო არ ჰქონდა და სავარჯიშოების შესასრულებლად, მარტო გამიშვა."

"ხასიათზე არ ვიყავი და არც თავის დატვირთვა მსურდა, ამიტომაც მხოლოდ ბურთის კენწვლა დავიწყე. აღმოჩნდა, რომ მამა შორიდან მაკვირდებოდა, უმჯობესი იქნება თუ მისი დასჯის მეთოდებზე არ ვისაუბრებთ."

"მე რომ არ ვიყო, შენ რა ფეხბურთი უნდა ითამაშო ? ეს სიტყვები ახლაც კარგად მახსოვს, ამით მამაჩემთან სიახლოვეს ვგრძნობ და არ მაქვს უფლება მას იმედები გავუცრუო."

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ანანიძე, 2019 წლის 13 იანვარს, მოსკოვის "სპარტაკიდან", მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, "კრილიაში" გადაბარგდა იჯარის წესით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით