ნიკოლოზ ბასილაშვილი რუსეთის სახელით, რამ აიძულა ქართველი ასეთი გადაწყვეტილება მიეღო

8-02-2019, 23:27

თუ აქამდე არ იცოდით გეტყვით, რომ მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-20 ადგილზე მყოფი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, კარიერის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის სახელით ასპარეზობდა.

როგორც ირკვევა, 26 წლის ქართველს, საკრამენტოში ასპარეზობის დროს, რუსი მენეჯერი ჰყავდა, რომელმაც მისთვის სპონსორების მოპოვება მოახერხა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ნიკოლოზს ან კარიერა უნდა დაესრულებინა, ან რუსეთის სახელით გამოსულიყო. ამის გამო, ბასილაშვილის მშობლებმაც კი სცადეს სპონსორების მოძიება, თუმცა უშედეგოდ.

ნიკამ არჩევანი კარიერის გაგრძელებაზე გააკეთა, თუმცა მიუხედავად ამისა, ის კალიფორნიაში იმყოფებოდა და ჩრდილოელ მეზობელთან პირდაპირი შეხება არ ჰქონდა.

როგორც კი შესაბამისი პარტნიორები და სპონსორები გამოჩდნენ, ჩოგბურთელმა საქართველოს სახელით ასპარეზობა განაახლა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბაზილაშვილმა 2018 წელს, ორი "ATP-ს" ტიტულის მოპოვება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით