"ბარსელონა" ფერლანდ მენდის უახლოვდება !

9-02-2019, 23:30

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Mundo Deportivo" იუწყება, კატალონიის "ბარსელონა", "ოლიმპიკ ლიონის" ფრანგი მარცხენა მცველის, ფერლანდ მენდის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტად 23 წლის ფეხბურთელის გადაბირება, "ბლაუგრანას" სპორტულ დირექტორს, ერიკ აბიდალს სურს, რომელიც თანამემამულის თამაშებს უკვე დიდი ხანია აკვირდება.

ფრანგული მედიის მიხედვით, მენდიმ როგორც "პსჟ-ს", ასევე რამდენიმე ევროპულ გრანდს უკვე უთხარი უარი იმ იმედით, რომ ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში, ესპანეთში გადაბარგებას მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი მოთამაშით "ბარსელონასთან" ერთად, "მანჩესტერ სიტიცაა" დაინტერესებული, რომელსაც ბენჟამინ მენდის მუდმივი ტრავმების გამო, გასული 2 სეზონის განმავლობაში, მარცხენა მცველის გარეშე უწევს თამაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით