ვინ შეცვლის დიბალას "იუვენტუსში" ?!

9-02-2019, 23:56

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Tuttosport" იუწყება, ტურინის "იუვენტუსმა", არგენტინელი თავდამსხმელის, პაულო დიბალას შემცვლელის ძიება  დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ფეხბურთელი იტალიურ გრანდში კრიშტიანუ რონალდუს მისვლის შემდეგ, სათამაშო დროის სიმცირითაა უკმაყოფილო და მზადაა კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაშივე დატოვოს.

მედიის მიხედვით, ალეგრის გუნდი სწორედ ამ მიზნით, მადრიდის "რეალისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველებს, ისკო ალარკონსა და ხამეს როდრიგესს აკვირდება, რომლებიც დიბალას მსგავსად, უთამაშებლობას ვერ ურიგდებიან.

მიუხედავად ამისა, ამჟამად უცნობია თუ როგორ უნდა მოახერხოს "იუვენტუსმა" ზემოთ ხსენებული რომელიმე მოთამაშის გადაბირება, მაშინ როდესაც ფლორენტინო პერესი 80 მილიონ ევროზე დაბალ თანხად, არცერთის გაშვებას არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ისკოს სანტიაგო სოლარის მწვრთნელობის პერიოდში ერთი შეხვედრაც კი არ დაუწყია ძირითადში, ხამესმა ბუნდესლიგის 21 მატჩიდან მხოლოდ 11-ში მიიღო მონაწილეობა, დიბალამ კი მიმდინარე სეზონის სერია ა-ში, შეტევაში შემცირებული როლის გამო, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით