"პსჟ-ს" "იუნაიტედთან" მატჩამდე ედინსონ კავანიც გამოაკლდა !

10-02-2019, 00:24

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ლიგა 1-ის 22-ე ტურის დაძაბული დაპირისპირება "პარი სენ-ჟერმენსა" და "ბორდოს" შორის, რომელშიც გამარჯვების მოპოვება საბოლოოდ თომას ტუხელის გუნდმა მოახერხა.

შეხვედრის შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის დაპირისპირებას "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ, ბრაზილიელ ნეიმართან ერთად, ურუგვაელი თავდამსხმელი, ედინსონ კავანიც გამოაკლდეს.

გთავაზობთ გერმანელი სპეციალისტის განცხადებას: "ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, ახლა ყველაფერი კილიან მბაპეზე იქნება დამოკიდებული. მიუხედავად უდიდესი დანაკლისისა, ბოლომდე დავიხარჯებით და 1/4 ფინალში გასვლისთვის ვიბრძოლებთ."

შეგახსენებთ, რომ პარიზული და მანჩესტერული გრანდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე, 13 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 წუთზე შეხვდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით