ჯეიდონ სანჩომ ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა !

10-02-2019, 02:19

"დორტმუნდის ბორუსიის" ინგლისელმა თავდამსხმელმა, ჯეიდონ სანჩომ, ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 8 გოლის გატანა მოახერხა.

18 წლის მოთამაშემ, "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 32-ე წუთზე, დაბალი დარტყმით, ანგარიშის გახსნა და მისი გუნდის დაწინაურება შეძლო. 

ზემოთ ხსენებული მაჩვენებლის დასამყარებლად ჯეიდონს 33 შეხვედრა დასჭირდა და ამასობაში 15 საგოლე გადაცემაც მოაგროვა, ის ამ სტატისტიკით, მიმდინარე სეზონის გერმანიის ჩემპიონატში საუკეთესოა.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ჯეიდონის მიღწევისა, "დორტმუნდმა" "ჰოფენჰაიმთან" შეხვედრა, საბოლოოდ ფრედ დაასრულა ანგარიშით 3:3. მიუნხენის "ბაიერნმა" კი "შალკესთან" გამარჯვებით, ფავრეს გუნდთან ჩამორჩენა, 5 ქულამდე შეამცირა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით