სპალეტი: "მისი საკითხი ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას"

10-02-2019, 13:51

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან მაურო იკარიდს გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდმა გადაწყვეტილება მალე უნდა მიიღოს.

"მაუროს გარშემო შექმნილმა სიტუაციამ, მისი თამაშის  სამწუხაროდ  ძალიან ხარისხზე უარყოფითად იმოქმედა. მან უნდა დაივიწყოს მოლაპარაკებები და მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს".

"კლუბის ხელმძღვანელობამ კონტრაქტის გარშემო მოლაპარაკებები დაიწყო, რაც ბოლომდე უნდა მიიყვანოს და იკარდის საკითხის საბოლოოდ გადაწყვიტოს" ,- აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ იკარდისა და "ინტერს" შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით