ვის გაცვლას აპირებს "ჩელს" კესის სანაცვლოდ

10-02-2019, 14:16

გავლენიანი გამოცემა Daily Mail- ი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლონდონის "ჩელსი" ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერებას და "მილანის" ფეხბურთელის ფრენკ კესის დამატებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" ტრანსფერში ტიემუ ბაკაიოკოს ჩართვას გეგმავენ, რომელიც ამჯამად სწორედ "როსონერიში" იჯარის წესით ასპარეზობს.

თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, კესი "ჩელსიში" გადავა, ხოლო ბაკაიოკო კონტრაქტს "მილანთან" გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ბაკაიკო "ჩელსიმ" "მონაკოდან" დაიმატა, თუმცა მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ზაფხულში იჯარის წესით "მილანში" გადავიდა. კესი კი მილანური კლუბის ღირსებას 2017 წლიდან იცავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით