ერნანდესი: "თავის დროზე ისინი უარით გავისტუმრე"

10-02-2019, 14:52

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" მცველმა ლუკას ერნანდესმა განაცხადა მედიის წარმომადგენლებთამ საუბრისას განაცხადა, რომ ორი წლის წინ "რეალის" წინადადებაზე უარი განაცხადა.

"სამეფო კლუბს" 2017 წელს სურდა ფრანგი მოთამაშე გადაებირებინა.

"დაახლოებით ორი წლის წინ მადრიდის "რეალმა" სერიოზული შემოთავაზება გააკეთა, თუმცა მაშინ მივხვდი, რომ "ატლეტიკოსთან" ბევრი მაკავშირებდა და ტრანსფერზე უარი განვაცხადე".

შეგახსენებთ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფრანგი ფეხბურთელის გადაბირება მიუნხენის "ბაიერნს" უნდოდა, თუმცა ერნანდესი კლუბში დარჩა.

"იანვარში ერთ-ერთი დიდი კლუბისგან შემოთავაზება იყო. კლუბის ხელმძღვანელობას შევატყობინე აღნიშნული შესახებ და მათ განმიცხადეს, რომ უნდოდათ ჩემი დარჩენა".

"ჩემი პირობები შეიცვალა და ორივე მხარე შევთანხმდით, რომ სეზონი ბოლომდე სიტუაციის შეცვლაზე მსჯელობა იქნება." - ციტირებს გამოცემა AS-ს ერნანდესს.

როგორც მოგეხსენებათ, ლუკასი "ატლეტიკოს" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და პირველ გუნდში 2015 წლიდან თამაშობს. ფრანგს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. მცველის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით