კოვაჩი: "ისინი ძალიან შეცდნენ და ეს ჩვენთვის გაკვეთილი იყო"

10-02-2019, 15:19

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა "შალკესთან" გამარჯვებით დასრულებული ბუნდესლიგის მორიგი ტურის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა გუნდმა "დორტმუნდისგან" ჭკუა ისწავლა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, "დორტმუნდმა" "ჰოფენჰეიმთან" მატჩში სამბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა 12 წუთში სამი გოლი გაუშვა და დაპირისპირება ფრედ 3:3 დასრულდა.

"პირველ ნახევარში და ნაწილობრივ მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ თასზე 120 წუთიანი თამაში აშკარად დაგვეტყო, ისევე როგორც "დორტმუნდს". როდესაც 75 წუთამდე სამი გოლით წინ ხარ არ უნდა მოეშვა, ეს სიგნალი იყო ჩვენთვის, თუმცა ვფიქრობ დამსახურებულად გავიმარჯვეთ", - განაცხადა ხორვატმა სპეციალისტმა.

ბუნდესლიგაში მომდევნო დაპირისპირებას კოვაჩის გუნდი სტუმრად "აუგსბურგთან" 15 თებერვალს გამართავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით