სოლსკიაერი: "ჩემს ყველა ფეხბურთელს მასთან დაპირისპირება სურს და სამწუხაროა რომ ის ვერ ითამაშებს"

10-02-2019, 15:37

რიგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა" ოლე გუნარ სოლსკიაერმა Daily Mail-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნეიმართან შეხვედრა "იუნაიტედის" გულშემატკივრებს ძალიან სურდათ.
 
"ყველამ იცის, რომ ის ძალიან, ძალიან მაღალ დონეზე იმყოფება. ჩვენ ფანებს ძალიან სურდათ მისი ხილვა, ხოლო მოთამაშეებს - მის წინააღმდეგ თამაში".

"არსებობს რაღაცები, რისი დამახსოვრებაც სამუდამოდ გსურს. მე მითამაშია ზიდანის, რონალდოს, ფიგუს, მალდინის წინააღმდეგ. ასეთ თამაშებს ყოველთვის მოუთმენლად ელი, რადგან ისინი საუკეთესოები არიან".

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მოთამაშეებს ძალიან სურდათ ნეიმარის წინააღმდეგ თამაში. "პსჟ" ვარსკვლავური გუნდია, მათ წინააღმდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამარჯვებისთვის", - განაცხადა სოლსკიაერმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით