გარდაცვლილ სალას დასცინეს, სამარცხვინო მოვლენა

10-02-2019, 16:59

ინგლისში ფეხბურთის ქომაგებისთვის არასასიამოვნო შემთხვევას ჰქონდა ადგილი. პრემიერ ლიგის 26-ე ტურში ერთმანეთს "საუთჰემპიონი" და "კარდიფი" დაუპისიპირდნენ, შეხვედრა "ლურჯი ჩიტების" გამარჯვებით (1-2) დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩის დასრულების შემდეგ ადგილობრივმა პოლიცამ "საუთჰემპტონის" 2 გულშემატიკვარი დააკავა,რომლებიც ემილიანო სალას ტრაგიკულად დაღუპვას, თვითმფრინავის ჩამოვარდნის განსახიერებით დასცინოდნენ.

ადგილობირვმა პოლიცამ ორივე გულშემატკივარის იდენტობა მალევე დაადგინა.

მათი განცხადებით ვინც ასეთ საქციელს ჩადის, მისი ადგილი მათ ტრიბუნებზე არ არის და ყველა მსგავსი საქციელის ჩამდენი ყოველთვის უმკაცრესად დაისჯება."

როგორც ცნობილია, ორივე გულშემატკივარს სამუდამოდ აეკრძალა "სენტ მერიზე" მისვლა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით