მბაპემ პილოტის მოსაძებნად 27000 გადარიცხა

10-02-2019, 23:29

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "პსჟს" 19 წლის თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ემილიანო სალას თვითმფრინავის პილოტის მოსაძებნად 27'000 ევრო გადარიცხა.

მოგეხსენებათ, 21 იანვარს გამქრალი თვითმფრინავი, რომელშიც არგენტინელი ფეხბურთელი და მისი პილოტი იმყოფებოდნენ, რამდენიმე დღის წინ იპოვეს ზღვაში.

7 თებერვალს პოლიციამ დაადასტურა, რომ თვითმფრინავში "კარდიფის" ახალწვეულის, ემილიანო სალას ცხედარი აღმოაჩინეს. რაც შეეხება პილოტს, მისი ძებნა ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით