ჯეიმი კარაგერი: "აგუერო პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელია !"

10-02-2019, 23:32

მერსესაიდული "ლივერპულის" ლეგენდარული ცენტრალური მცველი, ინგლისელი ჯეიმი კარაგერი, "მანჩესტერ სიტის" არგენტინელ თავდამსხმელზე, სერხიო აგუეროზე საუბრობს:

"სერხიო განსხვავებული ტიპის მოთამაშეა, შესაძლოა მატჩის პირველ ნახევარში კარში ზუსტი დარტყმა არ ჰქოდნეს და მოულოდნელად, დარჩენილ 45 წუთში, ჰეტ-ტრიკი შეასრულოს. ის ჩემთვის ყველაზე მეტად, სათამაშო ინტელექტით გამოირჩევა, რთულია დღეს ამ პოზიციაზე მასზე გონიერი ფეხბურთელი მოძებნო."

"არგენტინელი, პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელია და ეს მან ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ დაამტკიცა."

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს, პრემიერ ლიგის 27-ე ტურში, მანჩესტერელებმა "ეტიჰადზე", "არისტოკრატებს" უმასპინძლეს და ანგარიშით 6:0 დაამარცხეს. 30 წლის თავდამსხმელმა კი 3-ჯერ მოახერხა მოწინააღმდეგის კარის აღება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით