მაურისიო სარი: "ჩელსის" პრობლემა მოტივაციის ნაკლებობა არაა"

10-02-2019, 23:58

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი მაურისიო სარი, "მანჩესტერ სიტისთან" გამართული შეხვედრის შემდეგ, მისი გუნდის პერფორმანსზე საუბრობს:

"არ ვიცი რამ განაპირობა ასეთი მარცხი, კარგი სავარჯიშო სესიები ჩავატარეთ და ფეხბურთელებიც მომზადებულები იყვნენ, შესაძლოა ყველაფერი ადრეულმა გოლმა შეცვალა."

"მანჩესტერ სიტი" შეუდარებელი იყო, თუმცა ეს ჩვენს თამაშს არ ამართლებს. ვფიქრობ, რომ შეტევაშიც ბევრი შეცდომა დავუშვით, შეხვედრის პირველ ნახევარში, წონასწორობის აღდგენის საშუალება მოგვეცა, რომლის გამოყენებაც ვერ მოვახერხეთ."

"ჩელსის" პრობლემა მოტივაციის ნაკლებობა არაა, მომავალ რამდენიმე საათში, სამწვრთნელო შტაბთან ერთად მატჩს გავაანალიზებ და ვნახავ თუ რაში გვჭირდება გაუმჯობესება."

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 27-ე ტურში, "მანჩესტერ სიტისა" და ლონდონურ გუნდს შორის დაპირისპირება, "ქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 6:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით