სქოულზმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო

11-02-2019, 00:12

მანჩესტერ "იუნაიტედის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო.

44 წლის ვეტერანი ფეხბურთელი ინგლისის ლიგა 2-ში მოასპარეზე "ოლდჰემს" ჩაუდგა სათავეში. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემები იტყობინებიან.

წყაროს ცნობით, კლუბი პოლის დანიშვნას ხვალ გააოფიციალურებს. დიდი ალბათობით, იგი გუნდში სეზონის დასრულებამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ სქოულზი 1991-2013 წლებში მანჩესტერ "იუნაიტედის" ღირსებას იცავდა. "ოლდჰემი" კი მის სამწვრთნელო კარიერაში პირველი კლუბია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით