"ჩელსიმ" კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა !

11-02-2019, 00:13

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსიმ", "მანჩესტერ სიტისთან" გამართული შეხვედრაში, ბოლო 28 წლის ყველაზე მძიმე მარცხი განიცადა.

ეს დაპირისპირება იტალიელი მაურისიო სარისთვისაც "ისტორიული" აღმოჩნდა, ვინაიდან ლონდონელთა მთავარ მწვრთნელს, მის სამწვრთნელო კარიერაში აქამდე 4 გოლზე მეტი ჩამორჩენით არ ჰქონდა წაგებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ "არისტოკრატები" სარის მწვრთნელობის პერიოდში ანტირეკორდების დამყარებას უკვე შეეჩვივნენ, 30 იანვარს "ბორნმუთთან" მარცხი, პირველი შემთხვევა იყო 1990 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც ისინი 4 გოლიანი სხვაობით დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩის გუნდი მომდევნო მატჩს, 15 თებერვალს, ევროპის ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე, "მალმოს" წინააღმდეგ გამართავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით