სალაჰი "იუვენტუსში" ?!

11-02-2019, 00:29

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Don Balon" იუწყება, ტურინის "იუვენტუსი", მერსესაიდული "ლივერპულის" ეგვიპტელი თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის ტრანსფერს განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელები 26 წლის ფეხბურთელს, პაულო დიბალას შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც დიდი ალბათობით, სათამაშო დროის ნაკლებობისა და შეტევაში შემცირებული როლის გამო, კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში დატოვებს.

მედიის მიხედვით, ტურინელები გეგმავენ სალაჰის გადასაბირებლად სპონსორებს დამატებითი ფინანსები სთხოვონ, რომლის გაშვებასაც "ლივერპული" მხოლოდ 200 მილიონიანი შეთავაზების შემთხვევაში განიხილავს, თუმცა რამდენად მოახერხებს მასიმილიანო ალეგრის გუნდი ამის გაკეთებას "რეალიდან" კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შემდეგ, ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელმა მოთამაშემ, მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში 25 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, უკვე მოახერხა 16 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით