პეპ გვარდიოლა: "ფეხბურთში წნეხი არ არსებობს !"

11-02-2019, 00:48

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი პეპ გვარდიოლა, ლონდონის "ჩელსისთან" გამართული შეხვედრის შემდეგ, მის გუნდში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს:

"ფეხბურთში წნეხი არ არსებობს, ნებისმიერი დაშვებული შეცდომის გამოსწორებაა შესაძლებელი, თუ წარმატებას ახლა ვერ მიაღწევ, მაშინ ყველაფრისთვის მომდევნო სეზონიც გაქვს."

"რაც შეეხება ჩვენს პერფორმანსს, ყველაფრით კმაყოფილი ვარ, "ჩელსის" დონის კლუბის წინააღმდეგ ასე ასპარეზობა, მართლაც გასაოცარია. "ნიუკასლთან" მარცხის შემდეგ რეალობას თვალი გავუსწორეთ და მომდევნო დაპირისპირებებზე დავიწყეთ ფიქრი, ამით ყოველგვარი დაძაბულობა განიმუხტა, რამაც შედეგიც გამოიღო."

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, "ქალაქელები" "არისტოკრატებს" კიდევ ერთხელ შეხვდებიან, ამჯერად პეპ გვარდიოლა, მაურისიო სარის გუნდს, "Carabao Cup-ის" ფინალში დაუპირისპირდება.



  • Joe Hart
  • 11 თებერვალი 2019 18:58
იქაც გააცამტვერებს გვარდიოლა ჩელსის

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით