იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" ყველა დარჩენილი მატჩი უნდა მოიგოს !"

11-02-2019, 01:21

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი იურგენ კლოპი, მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში მისი გუნდის მდგომარეობაზე საუბრობს:

"მანჩესტერიმ სიტიმ" ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ პერფორმანსით დაგვიმტკიცა თუ რა შეუძლია."

"პეპ გვარდიოლას გუნდისგან განსხვავებით, "ბორნმუთთან" ჩვენი თამაშით ვერ ვაჩვენეთ, რომ 2 ფრის შემდეგ მოწოდების სიმაღლეზე დავბრუნდით. თუ "ქალაქელები" სეზონს ასეთ ფორმაში დაამთავრებენ, მაშინ ერთი შეცდომის უფლებაც არ გვექნება. შესაძლოა ჩემპიონობისთვის, ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგება დაგვჭირდეს."

შეგახსენებთ, რომ კლოპის გუნდი ამჟამად ინგლისის ჩემპიონატის ცხრილის სათავეში იმყოფება 65 ქულით. მე-2 ადგილს კი "მანჩესტერ სიტი" იკავებს, რომელმაც ჯერ-ჯერობით 62 ქულის მოგროვება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით