კრიშტიანუ რონალდუმ ახალი რეკორდი დაამყარა !

11-02-2019, 01:32

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს "სასუოლო" და ტურინის "იუვენტუსი" დაუპირისპირდნენ.

34 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მოწინააღმდეგის კარის აღების შემდეგ, სეზონის მე-20 გოლი მიითვალა, რითაც კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, 20 ან მეტი გოლის გატანა უკვე ზედიზედ მე-13 სეზონში შეძლო, მსგავსი რამ კი ჯერ-ჯერობით მსოფლიო ფეხბურთელის ისტორიაში არცერთ მოთამაშეს არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ ამჟამად იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიცაა, მან 22 შეხვედრის შემდეგ, უკვე მოახერხა 18 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით