სესარ ასპილიკუეტა: "გულშემატკივრებს "ჩელსის" სახელით ბოდიშს ვუხდი"

11-02-2019, 10:45

ლონდონის "ჩელსის" მარცხენა მცველი, ესპანელი სესარ ასპილიკუეტა, "მანჩესტერ სიტისთან" გამართულ დაპირისპირებაზე საუბრობს:

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი იყო, რთულია აღვწერო ის რაც მოედანზე მოხდა, ასეთი პერფორმანსი ჩვენთვის მიუღებელია."

"დეკემბრის შეხვედრაში დამსახურებულად მოვიპოვეთ გამარჯვება, გუნდურად ვიასპარეზეთ და შედეგსაც მივაღწიეთ, თუმცა ახლა მსგავსი რამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ."

"გულშემატკივრებს "ჩელსის" სახელით ბოდიშს ვუხდი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სეზონის ბოლოს 4-ეულში შევიდეთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ მატჩში, "არისტოკრატებმა" ბოლო 28 წლის ყველაზე მძიმე მარცხი განიცადეს. ისინი 24 თებერვალს, "Carabao Cup-ის" ფინალში, კვლავ "მანჩესტერ სიტის" შეხვდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით