ბიურკი: "ტერ შტეგენი საუკეთესო მეკარეა"

11-02-2019, 14:10

გერმანული დორტმუნდის "ბორუსიას" კიპერმა რომან ბიურკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას  ევროპაში მის პოზიციაზე საუკეთესოდ ტერ შტეგენი დაასახელა.

"ტერ შტეგენის სახით "ბარსელონას" ევროპაში საუკეთესო მეკარე ჰყავს. მას საკუთარი სტილი აქვს და მინდვრის მოთამაშის მსგავსად თამაშობს.
მის თამაშებს ხშირად ვუყურებ, ტერ შტეგენი ყოველთვის დამაჯერებელია", - განაცხადა ბიურკიმ kickert-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების პირველ მეკარედ მანუელ ნოიერი ითვლება, მისი შემცვლელი კი მარკ-ანდრე ტერ შტეგენია.

26 წლის კიპერი "ბარსელონაში" 2014 წელს "გლადბახიდან" გადავიდა. მას კატალონიური გრანდის მაისურით 171 მატჩი აქვს ჩატარებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით