საა: "მბაპეს შეჩერება შეუძლებელია"

11-02-2019, 17:22

ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც "იუნაიტედი" ფრანგულ "პსჟს" უმასპინძლებს.

"წითელი ეშმაკების" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლუის საამ განაცხადა, რომ კილიან მბაპეს შეჩერება შეუძლებელია.

"პსჟს გარკვეული უპირატესობა აქვთ, რადგან ისინი მუდმივად პროგრესირებენ. მათ ჰყავთ კილიანი, რომლის გაჩერებაც წარმოუდგენელია."

"პარიზელებს შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, რომელსაც თამაშის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლია."

"ტრავმების მიუხევადად მაინც მიმაჩნია, რომ "პსჟს" ლიგის მოგება შეუძლია. ვფიქრობ, ეს გუნდი მომავალ დაპირისპირებაში ფავორიტია." - აცხადებს საა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით