ალან შირერი: "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის ტიტულისთვის იბრძოლებს !"

11-02-2019, 21:23

"ნიუკასლის" ლეგენდარული თავდამსხმელი, ინგლისელი ალან შირერი, მიმდინარე სეზონში, ლონდონის "ტოტენჰემის" მიზნებზე საუბრობს:

"შესაძლოა "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" ამჟამად პრემიერ ლიგაში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ, თუმცა ლონდონელები სხვებთან შედარებით, მათი მებრძოლი ხასიათით გამოირჩევიან, რაც რა თქმა უნდა მაურისიო პოჩეტინოს დამსახურებაა."

"მიუხედავად დელე ალისა და ჰარი კეინის ტრავმებისა, "ტოტენჰემმა" მოახერხა და ცხრილში მე-3 ადგილი შეინარჩუნა, მეტიც, ახლანდელი მდგომარეობით დარწმუნებული ვარ, რომ არგეტინელი თავკაცის გუნდი, ინგლისის ჩემპიონატის ტიტულისთვის იბრძოლებს."

შეგახსენებთ, რომ ლონდონურმა გუნდმა, პრემიერ ლიგაში 26 ტურის შემდეგ, ჯერ-ჯერობით 60 ქულა მოაგროვა, ის "ლივერპულსა" და "სიტის", 5 ქულით ჩამორჩება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით