სოლსკიაერი: "გუნდში რონალდუს დონის ფეხბურთელი გვყავს"

11-02-2019, 22:37

ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჟურნალისტებთან ენტონი მარსიალის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფრანგს რონალდუს დონეზე თამაში შეუძლია.

"მარსიალსა და რონალდუს შორის მსგავსებები ნამდვილად არის. თუ ენტონის სურს, რომ რონალდუს დონეს მიაღწიოს, იცის, რაც უნდა გააკეთოს. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, რადგან მას ამის შესაძლებლობა აქვს".

"ბედნიერი ვარ, რომ ის "მანჩესტერის" ფეხბურთელია და მე მასთან მუშაობის შესაძლებლობა მაქვს".

"მარსიალი ძალიან ბევრს შანსს ქმნის და ბევრი გოლიც გააქვს. ის გულშემატკივრებს სიამოვნებას ანიჭებს. ყველაფერთან ერთად ენტონი შესანიშნავი ადამიანია", - განაცხადა ნორვეგიელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით