სალას გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გავრცელდა

11-02-2019, 22:59

როგორც ინტერნეტპორტალი  WalesOnline-ი იუწყება, "კარდიფის" არგენტინელი თავდამსხმელის ემილიანო სალას სიკვდილის მიზეზი დადგენილია. როგორც გაირკვა, ფეხბურთელი თავისა და სხეულის ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. 

მოგეხსენებათ, სალას ცხედარი ლა-მანშის სრუტის ფსკერზე იპოვეს და მისი იდენტიფიცირება თითების ანაბეჭდებით შეძლეს. 

წყაროს ცნობით, დიდი ბრიტანეთის კომისია მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ გამოძიების საბოლოო დასკვნას 6-12 თვეში დადებს, ხოლო მოკლედ დასკვნას ორ კვირაში წარადგენს. 

შეგახსენებთ, რომ 28 წლის სალა "კარდიფში" "ნანტიდან" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა და უელსური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მან "კარდიფის" მაისურის მორგება და თამაში ვერ შეძლო"



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით