მარკო როისი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, "ტოტენჰემთან" გასამართ შეხვედრას გამოტოვებს !

12-02-2019, 00:04

"დორტმუნდიის ბორუსიის" გერმანელი თავდამსხმელი და კაპიტანი, მარკო როისი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის ფეხბურთელმა, ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც ძირითადში მას დიდი ალბათობით, კვლავ ინგლისელი ამომავალი ვარსკვლავი, ჯეიდონ სანჩო ჩაანაცვლებს.

როისი 5 თებერვალს, "გერმანიის თასზე", "ვერდერთან" დაპირისპირებაში დაზიანდა. ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა, მოახერხებს თუ არა ის ევროპულ ტურნირზე განმეორებით შეხვედრაში ასპარეზობას, რომელიც 5 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში 19 მატჩის ჩატარების შემდეგ, "დორტმუნდის" კაპიტანმა, უკვე მოახერხა 13 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით