ოფიციალურად: რემზი "იუვენტუსს" შეუერთდა

12-02-2019, 12:19

"იუვენტუსი" ოფიციალურად ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი, აარონ რემზი, კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს. 

აარონ რემზი "იუვენტუსის" რიგებში 2019 წლის 1 ივლისიდან გამოჩნდება, სადაც 4 წლით დარჩება და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრიტანელი ფეხბურთელი გახდება, რომელიც  კვირაში 400 ათას ფუნტს მიიღებს.

აარონ რემზი ლონდონის "არსენალში"  2008 წლიდან გამოდის. მიმდინარე სეზონში მან პრემიერლიგაში 22 მატჩი ჩაატარა, სადაც  2 გოლი გაიტანა და 5 შემთხვევაში შედეგიანი გადაცემითაც გამოირჩა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით