საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა

12-02-2019, 14:11

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა.

კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
 
1. სფფ-ის XXIX საარჩევნო ყრილობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;
2. 2019 წლის კლუბების ლიცენზირების შედეგების შესახებ;
3. საქართველოს 2019 წლის XXXI ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის XXX გათამაშების დებულების და სადისციპლინო კოდექსის დამტკიცების შესახებ;
4. კლუბების ეროვნული ლიცენზიების დებულებების 2019 წლის რედაქციის დამტკიცების შესახებ;
5. შიდა ტრანსფერებისას ფეხბურთელების წვრთნის და აღზრდის კომპენსაციების რეგულაციების დამტკიცების შესახებ. 
აღმასკომმა მიმდინარე აქტუალურ საკითხებზეც იმსჯელა. 

დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლიდან, საქართველოს სუპერთასს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სლავა მეტრეველის სახელი მიენიჭა. ახალი დიზანით შექმნილი, სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის მფლობელი 24 თებერვალს გორში გამოვლინდება. სუპერთასისთვის ქვეყნის ჩემპიონი "საბურთალო" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის  "ტორპედო" იბრძოლებენ.

აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა შეხვედრაზე განხილულ მთავარ თემებზე კომენტარი გააკეთა:

"მოახლებული 29-ე საარჩევნო ყრილობისთვის დამტკიცდა საჭირო საპროცედურო რეგლამენტი, აგრეთვე დამტკიცდა ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულება. მოვისმინეთ ლიცენზირების კომიტეტის მოხსენება 2018 წლის ლიცენზირების შედეგებთან დაკავშირებით და აგრეთვე დამტკიცდა ახალი, 2019 წლის დებულება საკლუბო ლიცენზირების კუთხით. აგრეთვე, გამოვარჩევდი ერთერთ მთავარ საკითხს - 2018 წელს მუშაობდა ჯგუფი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის კახა ჭუმბურიძის ხელძღვანელობით, სადაც ჩართულები იყვნენ ლიცენზირების განყოფილების უფროსი და გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელი.

ჯგუფის მუშაობის შედეგად და სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის, საფეხბურთო სკოლის თხოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით, ფეხბურთელების წვრთნისა და აღზრდის კომპენსაციის რეგულაციები  ახალი რედაქციით იქნება წარმოდგენილი. 

აღსანიშნავია, რომ ყველაფერი მორგებულია საფეხბურთო კლუბებისა და სკოლის თხოვნასა და სურვილზე, შესაბამისად ახალი სეზონიდან ახალი რეგუალციები გვექნება, რაც ხელს შეუწყობს საფეხბურთო სკოლებისა და კლუბების განვითარებას".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციია 15 თებერვალს, 29-ე საარჩევნო ყრილობას მართავს, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება და მას სასტუმრო ჰუალინგი უმასპინძლებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით