საქართველო ხორვატიას ამხანაგურად გაეჯიბრება

12-02-2019, 16:33

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტს, ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

აღნიშნული მატჩი კალენდარში უკვე ჩანიშნულია და იგი მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერში გაიმართება.

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენი ნაკრები ხუთგუნდიან ჯგუფში მოხვდა. შესაბამისად, მატჩების მცირე რაოდენობას მართავს.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდგომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ხორვატიას ეწვევა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტ გუნდთან 19 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ხორვატიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, მოგება წაგების ბალანსი კი თანაბარია - 1:1.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით