ევროტურნირების მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება

12-02-2019, 17:04

დღეს უეფას ევროტურნირების პლეი-ოფის სტადია აიღებს სტარტს. პირველი მატჩი კი თურქეთში გაიმართება, სადაც ევროპის ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე "ფენერბახჩე" სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" უმასპინძლებს.

UEFA-ს გადაწყვეტილებით, ევროტურნირების პირველი წრის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება. მიზეზი კი ემილიანო სალას ხსოვნის პატივისცემა გახლავთ.

28 წლის ფეხბურთელის თვითმფრინავი 21 იანვარს გაქრა რადარებიდან, რამდენიმე დღის წინ კი მისი ცხედარი ზღვაში იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მატჩის გარდა დღეს ასევე ჩემპიონთა ლიგის ორი შეხვედრაც გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით