• 10-09-2023
    როგორი ატმოსფეროა "ბარსას" გასახდელში - სასიამოვნო ცნობები
    როგორი ატმოსფეროა "ბარსას" გასახდელში - სასიამოვნო ცნობები
    Author of the article
    Aa

    Relevo-ს ჟურნალისტებმა, ხორდი კარდერომ და ალექს პინტანელმა "ბარსელონას" ფეხბურთელებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ გვამცნეს.

    წყაროს თანახმად, გასახდელში ბრწყინვალე ატმოსფეროა.

    ზოგიერთ მოთამაშეს ერთმანეთთან ბუნებრივი კავშირი აქვს (ლა მასიიდან თუ თანამემამულეობიდან გამომდინარე), მაგრამ, საერთო ჯამში, ერთმანეთს ყველა შესანიშნავად ეწყობა.

    სასიამოვნო ფაქტია ისიც, რომ სადილობისას ფეხბურთელების განაწილება ყოველთვის იცვლება.

    ამ სეზონში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრა პაბლო გავის, რომელიც ახალგაზრდებს თავს მაქსიმალურად კომფორტულად აგრძნობინებს. 

    პაბლო ყველაფერს აკეთებს, რათა ისეთმა ახალწვეულებმა, როგორებიც ფერმინ ლოპესი და ასტრალაგა არიან, პირველ გუნდში თავი იოლად დაიმკვიდრონ.


    Facebook კომენტარები