ოლე გუნარ სოლსკიაერის პრესკონფერენცია "პსჟ-სთან" მატჩამდე

12-02-2019, 17:47

გთავაზობთ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ნორვეგიელი ოლე გუნარ სოლსკიაერის სრულ პრესკონფერენციას, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, "პარი სენ-ჟერმენთან" გასამართ შეხვედრამდე:

- ანტონი მარსიალი და ალექსის სანჩესი ერთ პოზიციაზე თამაშობენ, რისი მოუტანა შეუძლია თითოეულ მათგანს გუნდისთვის ?

- მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ამ ორ ფეხბურთელს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ, სიცრუეა. ჩვენი მთავარი მიზანი ევროპული ტურნირის შემდეგ ეტაპზე გასვლა და პრემიერ ლიგაში წინსვლაა, ამიტომაც ისინი საჭიროების მიხედვით მიიღებენ სათამაშო დროს.

- შეუძლია თუ არა "პსჟ-ს" ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა, მიუხედავად იმისა, რომ ტუხელის გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატში, სათანადო კონკურენტი არ ჰყავს ?

- მათ წინააღმდეგ თამაში 1995 წელს, "თასების მფლობელთა თასზე" მომიწია, ახლანდელი გუნდი სრულიად განსხვავებული სახის ფეხბურთს თამაშობს. "პსჟ" მსოფლიო დონის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და კარგად ვიცით, რომ გვიწევს თავდაჯერებელი კლუბის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც მოგებას შეჩვეულია.

- ფიქრობთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე გასვლა და პრემიერ ლიგაში "ლივერპულის" დამარცხება, "იუნაიტედში" ყოფნის დროს გაგიხანგრძლივებთ ?

- სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და 3 შეხვედრის მოგებით წინასწარი პროგნოზის გაკეთება რთული იქნება, ამიტომაც ამ კითხვაზე პასუხი ამჟამად არ მაქვს.

- როგორც იცით, ნეიმარი, კავანი და მუნიე, დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, შეცვალა თუ არა ამან თქვენი გეგმები ?

- რა თქმა უნდა ზემოთ ხსენებული მოთამაშეების არყოფნა დიდი დანაკლისია, თუმცა ამასთან ერთად, ეს სხვა ფეხბურთელებს მისცემს თავის გამოჩენის შანსს, "პსჟ" ძლიერი გუნდია, რომელიც უდიდესს საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომაც ჩვენი გეგმები დიდად არ შეცვლილა, გარკვეული წარმოდგენა უკვე გვაქვს იმისა, თუ ისინი მოედანზე რა შემადგენლობით გამოვლენ, ვნახოთ შეხვედრის მიმდინარეობისას რა მოხდება.

- რა გავლენა ექნება ვიდეო რეფერის, რომელიც ამ ტურნირზე პირველად გამოჩნდა ?

პრობლემას ეს სისტემა არ წარმოადგენს, თუმცა ჩემთვის, დაძაბული შეხვედრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი, მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს შორის გამართული დავა იყო მსაჯის გადაწყვეტილებების შესახებ, მიუხედავად ამისა, მოხარული ვარ იმით, რომ ყველაფერი კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდა.

- წარმოიდგენდით, რომ თავიდანვე ასეთი შედეგი გექნებოდათ ?

- "იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კლუბია, რომლის გულშემატკივრებიც თითოეული მატჩის შემდეგ, 3 ქულას ელიან, ამიტომაც თვითკმაყოფილების ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს, პროგრესი უნდა განვაგრძოთ და ვნახოთ თუ რა ასპექტებში გვჭირდება გაუმჯობესება.

- შეუძლია ახლანდელი ფორმაციის "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ?


- ამჟამად გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, ფეხბურთელები მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებიან და მოედანზე გასვლას მოუთმენლად ელიან, თუმცა მიუხედავად ამისა, შეცდომა იქნება თუ უკვე ფინალზე დავიწყებთ ფიქრს, მაშინ როდესაც ჯერ "პარი სენ-ჟერმენიც" კი არ დაგვიმარცხებია, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

- არიან თუ არა თქვენს გუნდში ფეხბურთელები, რომლებსაც ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვთ ?

- საკმაოდ ღრმა შემადგენლობა გვაქვს და სათამაშო დრო ყველას მიეცემა, თუმცა აქცენტი იმ მოთამაშეებზე გაკეთდება, რომლებიც მატჩისთვის უკეთესად მოემზადებიან.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ" ერთმანეთს, 12 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაუპირისპირდებიან.






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით