იულიან დრაქსლერი: "პსჟ-ს" პოგბას შეჩერება შეუძლია !"

12-02-2019, 18:52

"პარი სენ-ჟერმენის" გერმანელი ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირებების დროს, რამდენიმეჯერ მომიწია პოლ პოგბას წინააღმდეგ ასპარეზობა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც მოედანზე დიდი ყურადღება სჭირდება."

"მიუხედავად ამისა, მსოფლიო დონის მოთამაშეები ჩვენს გუნდშიც მრავლად არიან და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ფრანგი მატჩის ადრეულ ეტაპზევე გავანეიტრალოთ. "პსჟ-ს" როგორც პოგბას, ასევე "იუნაიტედის" ნებისმიერი თავდამსხმელის შეჩერება შეუძლია."

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთმანეთს, 12 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით