"ბარსელონა" მენდით დაინტერესდა

12-02-2019, 18:31

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ლიონის" ახალგაზრდა  მცველმა, ფერლან მენდიმ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი დატოვოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 23 წლის ფეხბურთელით, კატალონიის "ბარსელონა" და "პარი-სენ ჟერმენი" ინტერესდებიან.

ახალგაზრდა მცველს ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 40 მილიონ ევროს შეადგენს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ ფერლან მენდიმ მიმდნარე სეზონში "ლიონის" მაისური 32 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავი 3 გატანილი გოლით და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით