მაიკლ ანტონიო: "კლუბებმა რასიზმის გამო, ქულები უნდა დაკარგონ !"

12-02-2019, 20:29

ლონდონის "ვესტ ჰემის" ინგლისელი თავდამსხმელი, მაიკლ ანტონიო, პრემიერ ლიგაში რასიზმზე საუბრობს:

"ბოლო დროს, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს ინდივიდუალურად დასაჯონ გულშემატკივრები და არა თავად ის კლუბები, რომელთა სტადიონის ტრიბუნებიდანაც, შეუარაცმყოფელი სიტყვები გაისმის."

"თუ გუნდები მომდევნო რამდენიმე საშინაო დაპირისპირებას, მაყურებლების გარეშე ჩაატარებენ და თანაც ცხრილში ქულებს დაკარგავენ, მაშინ საქმეს უფრო სერიოზულად მოეკიდებიან."

"UEFA-მ" და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ზომები უნდა გაამკაცრონ, 21-ე საუკუნეში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს."

შეგახსენებთ, რომ რასიზმის (რელიგიის გამო) უკანასკნელი მსხვერპლი, მერსესაიდული "ლივერპულის" ეგვიპტელი შემტევი, მოჰამედ სალა აღმოჩნდა. ამ ინციდენტს მსოფლიოს მასშტაბით დიდი გამოხმარეუბა მოჰყვა, რის შედეგადაც 2 გულშემატკივარს, "ვესტ ჰემის" საშინაო მატჩებზე დასწრება, სამუდამოდ აეკრძალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით