მაურისიო პოჩეტინო: "ჯეიდონ სანჩო ინგლისური ფეხბურთის მომავალია"

12-02-2019, 21:26

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო, "დორტმუნდის ბორუსიის" ინგლისელ თავდამსხმელზე და ამომავალ ვარსკვლავზე, ჯეიდონ სანჩოზე საუბრობს:

"მისი წარმატება გასაკვირი არ უნდა იყოს, "მანჩესტერ სიტიში" ყოფნის დროს, ჯეიდონმა დაამტკიცა, რომ თუ სათამაშო დროს მიიღებდა, მაშინ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა."

"სანჩო სამშობლოში ბრუნდება და იმედი მაქვს, რომ მას ყველა კარგად შეხვდება, ის ინგლისური ფეხბურთის მომავალია."

შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდი" და "ტოტენჰემი" ერთმანეთს, 14 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით