თომას ტუხელის პრესკონფერენცია "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩამდე

12-02-2019, 21:52

გთავაზობთ "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელის, გერმანელი თომას ტუხელის სრულ პრესკონფერენციას, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრამდე:

- ტრავმების გამო, დაუთმობთ თუ არა პოზიციას "იუნაიტედს" ?

- ჩვენი გუნდი ყოველთვის შემტევი სტილით ასპარეზობდა და რამდენიმე ფეხბურთელის არყოფნა, გუნდის იდენტობის შეცვლას არ განაპირობებს.

- რა არის პროგრამა მინიმუმი ?

- შედეგზე ახლა ნამდვილად არ ვფიქრობთ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და წინასწარი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, ჩვენთვის მთავარი ისაა თუ როგორ პერფორმანსს ჩავატარებთ. გასვლაზე გატანილ გოლს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც საწყისს ეტაპზე, გუნდის მთავარი მიზანი ეს იქნება.

- დეკემბერში წყვილის ფავორიტად განიხილებოდით, ახლა კი თითქოს შანსები თანაბარია, რას ფიქრობთ ამაზე ?

- ტრავმებმა და "იუნაიტედის" პროგრესმა მდგომარეობა შეცვალეს, სოლსკიაერის გუნდი თავდაჯერებულად თამაშობს, ბევრ გოლს იტანს და ადრევე ახერხებს დაწინაურებას, რის გამოც "ოლდ ტრაფორდზე" სეზონის ერთ-ერთი ურთულესი მატჩის გამართვა მოგვიწევს. შანსები თანაბარი მხოლოდ 180 წუთის მანძილზეა.

- რას დაუპირისპირებთ პოლ პოგბას ?

- ის შესანიშნავი მოთამაშეა, რომელსაც მოედანზე თითქმის ყველაფრის გაკეთება შეუძლია, შეტევაში პოლი და მარსიალი, უდიდესს საფრთხეს წარმოადგენენ, ამიტომაც მოდუნების საშუალება არ გვექნება, მათი განეიტრალების გეგმაზე კი ჯერ-ჯერობით ვერ ვისაუბრებ.

- რა არის სოლსკიაერის საიდუმლო ?

- მან "იუნაიტედი" ძალიან მცირე პერიოდში, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად აქცია, მას პირადად არ ვიცნობ და შესაბამისად, ვერც მის მეთოდებზე ვისაუბრებ, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა წარმატებას რა გზით მიაღწევ, მთავარი წინსვლაა.

- აქვს თუ არა გუნდს მენტალური პრობლემები ?

- ოქტომბერში ან ნოემბერში ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, თუმცა მას შემდეგ რაც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საგზური მოვიპოვეთ, ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა.

- გაუძლებს თუ არა "პსჟ" "ოლდ ტრაფორდის" წნეხს ?

- რა თქმა უნდა რთულია ისეთი ისტორიის მქონე კლუბთან ასპარეზობა, როგორიც "იუნაიტედია", ინგლისელი გულშემატკივრების სულისკვეთება მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი. "პსჟ" ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ-ჯერობით კვლავ გამოუცდელია, რამაც შესაძლოა თავდაპირველად, დაბნეულობა განაპირობოს.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პარი სენ-ჟერმენი" ერთმანეთს, 12 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაუპირისპირდებიან.







კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით