მანჩესტერი "ოლდ ტრაფორდზე" ორი ბურთით პირველად დამარცხდა

13-02-2019, 02:02

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა, რომელშიც "პსჟმ" სტუმრად "მანჩესტერს" სძლია, ანგარიშით 0:2.

მატჩის ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. თავი ჯერ კიმპემბემ, ხოლო შემდგომ კი კილიან მბაპემ გამოიჩინა და წყვილში გამარჯვებულის ვინაობა ფაქტობრივად გადაწყვიტა.

საინტერესოა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" საკუთარ მინდორზე ევროტურნირების ისტორიაში პირველად წააგეს ერთზე მეტი ბურთის სხვაობით.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა 7 მარტს გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით