სტატისტიკის მიხედვით "მანჩესტერი" უშანსოდაა

13-02-2019, 02:07

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი, რომელშიც "მანჩესტერმა" "პსჟს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდგომ პარიზელთა მხრიდან გოლის გატანა ჯერ კიმპემბემ, ხოლო შემდგომ კი კილიან მბაპემ მოახერხა.

საინტერესო ფაქტია, რომ აქამდე ევროტურნირების საპლეიოფო ფაზაში 34-ჯერ მოხდა ისეთი შემთხვევა, რომ პირველ მატჩში მასპინძელი გუნდი შინ 2 ან მეტი ბურთით დამარცხდა. აღნიშნული შედეგის შემდგომ კი მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერცერთმა კლუბმა ვერ მოახერხა.

როგორც ხედავთ, სტატისტიკა "პსჟს" აბსოლიტურ უპირატესობაზე მეტყველებს. საბოლოო შედეგს კი 6 მარტს გავიგებთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით