ძანიოლომ რეკორდი დაამყარა

13-02-2019, 02:17

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩი, რომელშიც "რომამ" "პორტუს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

რომაელთა მხრიდან საუკეთესო გახლდათ გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველი, ნიკოლო ძანიოლო, რომელმაც დუბლის გაფორმება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ 19 წლის ნახევარმცველი გახდა ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ მატჩში ორი გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა 6 მარტს, პორტუგალიაში გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით