მბაპე: "შემდეგი ეტაპი ახლოსაა"

13-02-2019, 02:21

მანჩესტერ "იუნაიტედის" დამარცხების შემდგომ "პსჟს" ლიდერმა, კილიან მბაპემ პირველი განცხადება გააკეთა.

"ბედნიერები ვართ ამ გამარჯვებით, თუმცა ერთი ნაბიჯი კიდევ დარჩა გასავლელი. ახლა შემდეგი ეტაპი კიდევ უფრო ახლოსაა."

"ბოლო 20 წუთში საკმაოდ გაგვიჭირდა ფიზიკური კონდინციების მხრივ. მომდევნო სამ კვირაში ამაზე ვიმუშავებთ და ვეცდებით, რომ პრობლემები აღმოვფხვრათ."

"დღეს ახალი ფორმაციით ვითამაშეთ, რის გამოც ცოტა გაგვიჭირდა. ნახევარდაცვა შედარებით უკან იყო დაწეული. მეტოქე ცდილობდა, სწრაფი გოლი გაეტანა მეორე ტაიმში, თუმცა, ჩვენ დავასწარით და საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც." - აცხადებს მბაპე.

შეგახსენებთ, რომ "პსჟსა" და "მანჩესტერის" განმეორებითი მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით